USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის სააგენტომ "ბი ეს თი" დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ "ბი ეს თი" დააჯარიმა

2023-06-22 14:00:07

2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ,,ეს.ი.ეი-ს“ საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საკითხი ეხებოდა - თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, სადაც სააგენტოს მიერ კომპანია ,,ბი ეს თის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედება („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლი) დადასტურდა. კერძოდ, მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხსენებულ კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა.

სააგენტოს მიერ წარმოებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანისთვის დადგენილი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა. აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება - მოპასუხე ეკონომიკური აგენტის განმეორებით დაჯარიმების შესახებ გაზრდილი მოცულობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები