USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ,"ICI PARIS"-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ,"ICI PARIS"-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

2023-08-16 01:28:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმასააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „პრესტიჟი"-სთან "ICI PARIS" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა:

 

- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;

- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

- აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო პლათფორმაზე და ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;

- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

- აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვისმიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციისეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადიდაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმისშესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში,კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლისსასარგებლოდ, პირობითი ვალდებულებისაღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმებაგააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობითვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხისრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში,დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებისარშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები