USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

2023-07-05 11:37:41

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე,   ლურჯი მოცვის  ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო.

„კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში,   ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. 

მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს -  კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. .

ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG)  და თხილის ბაზრის მონიტორინგები.

2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით  რეკომენდაციები გასცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები