USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „გრილ ფუდი“ დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „გრილ ფუდი“ დააჯარიმა

2023-09-14 10:54:09

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, ორი მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ისა და შპს „გრილ ფუდ“-ის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

სააგენტოს მიერ წარმოებული საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდ“-ის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არ არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის განმავლობაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამონ. სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა,

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდ“-ს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები