ტექნიკის მაღაზიის ცნობილი ბრენდი ,,გრანდ ელექტრონიქსი“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამი დღის განმავლობაში - 19, 20 და 21 ივნისს კომპანია ერთგულ მომხმარებლებს სრულ ასორტიმენტზე 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბაზიარი საუბრობს.
„20 ივნისს, დაბადების დღე გვაქვს. კომპანია 10 წლის იუბილეს ზეიმობს და გვინდა სპეციალური ფასდაკლების აქცია მოვაწყოთ ერთგული მომხმარებლებისთვის. სრულ ასორტიმენტზე 70%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გაყიდვაშია ცნობილი ბრენდების უამრავი დასახელების საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პრემიუმ-ბრენდების სახელები, არამედ ის ინოვაციური პროდუქტიც, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ“, - ამბობს გიორგი ბაზიარი.
„გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიმდინარე ტრენდსაც აფასებს და დასძენს, რომ კომპანიის გაყიდვები გაიზარდა, თუმცა გარკვეულ პრობლემას ქმნის სავალუტო რყევები, რაც საბოლოოდ კომპანიის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება.
,,ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას, მზარდი ტემპი ავიღეთ და გეზი არ შეგვიცვლია. წელს მაღაზიებში გაყიდვებში 30%-იანი ზრდა გვაქვს, ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70-80%-ია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვალუტის კურსი ხშირად ირყევა, ამიტომ ტექნიკა გაიაფდა. შესაბამისად, მარაგი მეტი იყიდება, მაგრამ შემოსავალი ნაკლებია“, - ამბობს გიორგი ბაზიარი.
შეგახსენებთ, რომ ,,გრანდ ელექტრონიქსი“ საქართველოში მთავარი პარტნიორია მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა SHARP, Midea, Toshiba, Mitsubishi Electrics და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 6 ფილიალით, სადაც 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში