PSP-ს ორგანიზებით წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი PSP Beauty Fair 21, 22 და 23 ივლისს ქუთაისში, ხოლო 30, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ბათუმში იმართება. უკვე ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ყველა თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს. ადგილზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები.
ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუსასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა დასასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერმატოლოგიურ და თმის მოვლის სივრცეებში, დაესწრებიან ცნობილი და ადგილობრივი სპეციალისტების მასტერკლასებს, მათ შორის ვიზაჟის სივრცეში, ჩაიტარებენ თავის მოვლის და ესთეტიკურ პროცედურებს. პატარებს საბავშვო სივრცეში სხვადასხვა სახალისო აქტივობები ელოდებათ; ორივე ქალაქში 50 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს თითოეულ სივრცეში სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სამგზავრო ზომის პროდუქტებით.
ფესტივალების ჩატარების ადგილებია:
ქუთაისი: ახალგაზრდობის გამზ. N96ა, სპორტის სასახლე
ბათუმი: ლადო ასათიანის ქუჩა N27, სპორტის სასახლე
ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://pspbeautyfair.ge/registration
We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად PSP-მ ჩაატარა. ფესტივალმამასშტაბით გაიმეორა და რიგ შემთხვევებში გაუსწრო კიდეც უცხოურ ანალოგებს, რამაც ჩვენი ქვეყანასაერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია.
PSP-ს მეშვეობით, თითქმის 30 წელია მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია მთელისაქართველოს მასშტაბით. ამ ფაქტს PSP Beauty Fair-ის შემთხვევაშიც ამყარებს და ფესტივალს ქუთაისსა დაბათუმშიც მართავს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში