USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები 2%-ითაა შემცირებული

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები 2%-ითაა შემცირებული

2024-02-01 18:00:00

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები 2%-ითაა შემცირებული.

როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი, 2023 წელს ბანკებში დაფიქსირებულმა პრეტენზიებმა 22 794 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წელს მომხმარებლებმა 23 236 პრეტენზია დააფიქსირეს.

როგორც ირკვევა, 2023 წელს ბანკის კლიენტებს ყველაზე მეტი პრეტენზია გარკვეულ ტრანზაქციებთან მიმართებაში ჰქონდათ.

აქტიური იყო ასევე პრეტენზიები ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით და ასევე ადმინისტრაცია/მომსახურების მიმართულებით.

2023 წლის განმავლობაში მომხმარებლებს კომერციული ბანკების მომსახურების მიმართულებით ყველაზე მეტი პრეტენზია ოქტომბერში (2,685) ჰქონდათ.

საგულისხმო ფაქტია, რომ 2023 წელს კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების 67%-ის განხილვა დასრულებულია და კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. 2023 წელს სულ ასეთი იყო 15 221 პრეტენზია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები