USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებმა სახელმწიფოსგან ₾500 მილიონი 10%-ში ისესხეს

კომერციულ ბანკებმა სახელმწიფოსგან ₾500 მილიონი 10%-ში ისესხეს

2023-10-03 17:30:59

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1-თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი გაიმართა.

 როგორც სამინისტრიში განმარტავენ, აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0182 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 4 ოქტომბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  500 მილიონი ლარის დეპოზიტს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები