ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს თავისი პირადი მატარებლით გამთენიისას ჩავიდა. Reuters წერს, რომ ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროებმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით.
კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით უახლოეს დღეებში რუსეთის ფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
დღეს დილით, KCNA-მ გამოაქვეყნა ფოტოები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში გამგზავრების ცერემონიიდან.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, თუმცა კონკრეტულად სად არ დაუკონკრეტებია.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, აშშ არ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით ხალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა