„კეთილი და პატიოსანი" საექსპორტო არეალს აფართოებს. დასალევი ხილ-ბოსტნეული ექსპორტზე უკვე აშშ-ში ცნობილი ტრადიციული ამერიკული ქსელის SopWrite -ის დახლებზეა.
სულ მალე კი სოუსების ახალი პირველი პარტია დაემატება, რაზეც მოლაპარაკება დაწყებულია.
საკითხზე, თუ რა მოლოდინია აშშ-ს ბაზრებზე, რამდენად იკავებს ქართული პროდუქტი ნიშას და როგორია ბიუროკრატიული ბარიერი საქართველოდან ექსპორტისთვის, კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ Business Insider Georgia- თან ისაუბრა.
„ტრადიციულ ამერიკულ ქსელებში დავიწყეთ ხილ-ბოსტნეულის წვენების შეტანა. ჩვენი პარტნიორი მაქსიმალურად უთმობს ყურადღებას, რომ ,,კეთილი და პატიოსანი“ ტრადიციულ ამერიკულ ობიექტებში შევიდეს. SopWrite -ის ქსელში ხდება რეალიზაცია, ეს არის 77 წლის ქსელი, რომელსაც მთელი ამერიკის მასშტაბით ბევრი ფილიალი აქვს.
ნიუ-იორკის და ფილადელფიის ბაზრებით დავიწყეთ. ვგეგმავთ მთელი სპექტრი წარვადგინოთ. დიდი ინტერესია და თვენახევარში უკვე გარკვეული შედეგი დაიდება.
აშშ-ს ბაზარი საინტერესოა თავისი რეგულაციებით, ფასნამატებით და სხვა. ადმინისტრაციული ბარიერი არ გვქონია, ძალიან კომფორტულად გავიარეთ ეს საკითხი, მთავარია პროდუქტი სტანდარტს პასუხობდეს, რეალიზაცია და შესვლა არ გაგვიჭირდა. ნიმუშები შევარჩიეთ, გაგზავნილია და მალე გაყიდვებს სოუსების ხაზის დაემატება“, - ამბობს გიორგი ახალაძე.
დასალევი ხილ-ბოსტნეული ,,კეთილი და პატიოსანი“ ამერიკის შეერთებული შტატებში Kind&Noble-ს სახელით იყიდება.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აშშ-ში გაყიდვაშია ,,კეთილი და პატიოსანის“ 8 დასახელების პროდუქტი. უახლოეს მომავალში საექსპორტო არეალს საბერძნეთი დაემატება.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. საწარმოში მუდმივად 22 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დამატებით 15 ადამიანს ასაქმებს. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში