ქალაქ ხაშურში, ძნელაძის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.
მოქალაქეთა უმრავლესობა ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებისთვის სწორედ ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობს, ამიტომ მისი მოწესრიგება პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხაშურელი მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
თუმცა, რადგანაც ხშირია ამ ტერიტორიის ხელოვნურად დაზიანების ფაქტები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ზედამხედველობა სათვალთვალო კამერების საშუალებით განახორციელოს.
პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და ღირებულება 214 592 ლარია.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება