USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხამანწკების იმპორტი 56%-ით გაიზარდა

ხამანწკების იმპორტი 56%-ით გაიზარდა

2023-08-18 10:00:24

ხამანწკების იმპორტი 56%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 35,6 ათასი დოლარის ღირებულების 1,4 ტონა ხამანწკების (ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, მზა ან დაკონსერვებული, დანარჩენი) იმპორტი განხორციელდა.

2022 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი 0,9 ტონა ხამანწკების იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებამაც  18,9 ათასი დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, ხამანწკების იმპორტის 78%-ი საფრანგეთიდან განხორციელდა.

2022 წელს ქვეყანამ 73,5 ათასი დოლარის ღირებულების 5,2 ტონა ხამანწკები იყიდა, 2021 წელს კი 2,0 ტონა. შესაბამისად ზრდა 160%-ის დონეზე იყო.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები