USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხახაბო“ ონკოპაციენტებს კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს

„ხახაბო“ ონკოპაციენტებს კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს

2023-06-07 11:00:30

„ხახაბო“ შავი კვლიავის ზეთს ონკოლოგიური პაციენტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მეცნიერულად დადასტურებულია შავი კვლიავის სამკურნალო თვისებები, რომელიც დიდი წარმატებით გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად და უნიკალურ პროდუქტად მიიჩნევა.

„ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოგვმართავს. ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, რაც სამწუხარო ფაქტია. საქართველოში ამ მძიმე სენს ბევრი ადამიანი ებრძვის. ჩვენი აქციით, შევეცადეთ, მცირე შეღავათი გაგვეწია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შავი კვლიავის ზეთი სიმსივნესთან საბრძოლველად სჭირდებათ. მოგვმართავენ ისინიც, რომლებსაც გადარჩენის იმედი აქვთ გადაწურული", - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი და პროდუქტის სასარგებლო თვისებებზეც დასძენს.

„შავი კვლიავი აღიარებულია როგორც სამკურნალო საშუალება და აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებებეს საწინააღმდეგოდ. სწორედ ეს ზეთია აღმოჩენილი ტუტანხამონის საფლავში, რის შემდეგაც მისი მეცნიერული შესწავლა. დადასტურებულია, რომ შავი კვლიავის ზეთი ონკოლოგიასთან ერთად ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებიც იყენებენ", - ამბობს ,,ხახაბოს" დამფუძნებელი.

წარმოებაში 100%-ით ნატურალური, ადგილობრივი ნედლეული გამოიყენება. ზეთი 250 გრამიან შეფუთვაშია და მისი ღირებულება 135 ლარს შეადგენს.

აქციის ფარგლებში, ონკოპაციენტებს შავი კვლიავის ზეთის შეძენა 90 ლარად შეუძლიათ. ზაქარია სვიმონიშვილის ინფორმაციით, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, შავი კვლიავის ზეთი დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის რეალიზაციამ აქციის პერიოდში 50-70%-ით მოიმატა.

კიდევ ერთი სიახლე, რაზეც იგი Business Insider Georgia - თან საუბრობს, ახალ კადრს უკავშირდება. კერძოდ, „ხახაბოს" გუნდს შემოუერთდა მაღალ კვალიფიცირებული და საქმის პროფესიონალი სამედიცინო კონსულტანტი, რომელიც უფასო კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს და ეხმარება ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები