გუშინ ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის ახალგაზრდა კაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სხვა მოთხილამურეს დაეჯახა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ტუხაშვილია.
ის წარმატებული სტარტაპერი იყო. წლები კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა. ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში, რაც სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელშესახებ ღირებულებას ქმნის.
Business Insider Georgia-ს გუნდი მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში