„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ ყველის წარმოების მასშტაბსა და სარეალიზაციო არეალს ზრდის. ერთი თვის წინ პროდუქტი ,კარფურის" ქსელში შევიდა. პარალელურად წარმოდგენილია თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტში, რომლის ნიშაც ნატურალური პროდუქტებია.
როგორც Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა, ყველი ძირითად მიმართულებად რჩება, რომელსაც კომპანია სხვა პროდუქტებთან ერთად აწარმოებს. ,,ყველის წარმოებასა და ამ ხაზის განვითარებას ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე წარმოება აქტიურად მიმდინარეობს.
„კარფურში" შევიტანეთ პროდუქტი 1 თვის წინ და ნელ-ნელა ვაფართოებთ ქსელს. ეს არის სრული ასორტიმენტი. გვაქვს დავარგებული ყველი 4 თვიდან 12 თვემდე. პარალელურად ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია ,გუდვილის" საბურთალოს ფილიალში, ,,ბლაუენშტანის" მაღაზიებში, ,,წერტის" ფილიალებში და წისქვილის ბაზარში. გარდა ყველისა, ვაწარმოებთ ნატურალურ იოგურტსა და კარაქს, რომელიც გაყიდვებში სექტემბრიდან ჩაეშვება", - ამბობს თინათინ მახარაძე.
ცნობისთვის, „შვეიცარიული აგრარულ სკოლა კავკასია“ რამდენიმე სახეობის ყველს ამზადებს. ასორტიმენტის მიხედვით ყველის ფასი 45 ლარიდან იწყება და 100 ლარსაც კი აჭარბებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში