საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთისა და ზეთისხილის მარინადის წარმოება და გაყიდვები მზარდია.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „ქართული ზეთისხილის კორპორაციის“ დირექტორმა ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა, ზეთისხილის მოსავლიანობა კომპანიის კუთვნილ ბაღებში გაზრდილია.
„მოსავლიანობას რაც შეეხება ჩვენს ნაწილში მოსავალი გაზრდილია, რადგანაც შარშანდელთან შედარებით ბაღები გაიზარდა და უფრო მეტად შევიდა მსხმოიარობაში. ანუ პერსპექტივაში მოსავლის მოცულობა მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
ჩვენი წარმოების 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, როგორ ჰორეკა სექტორში, ასევე ქსელურ მარკეტებში. ზეთი და მარინადი “სვანიძის ზეთისხილის” ბრენდის სახელითაა ბაზარზე წარმოდგენილი.
ჩვენი ზეითუნის ზეთის წარმოება ექსტრა ვირჯინია და დამატებულია მწვანე და შავი ზეთისხილის მარინადი, რომელიც აქამდე 100%-ით იმპორტირებულ იყო, მაგრამ ახლა უკვე ჩვენც გამოვჩნდით ბაზარზე. ზეთის ხილის მარინადი დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, არაქიმიური ჩარევითა და უკვე აქტიურად ვპოზიციონირებთ ბაზარზე, - ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.
„ქართული ზეთისხილის კორპორაციის“ ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიის მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთის ექსპორტი დიდი ბრიტანეთში და რუსეთში ხორციელდება.
„ექსპორტზე მცირე-მცირე რაოდენობა გაგვაქვს, შეკვეთებიდან გამომდინარე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
„ქართული ზეთისხილის კორპორაციის“ დირექტორს თქმით, მათ მიერ წარმოებულიო ზეითუნის ზეთი იმპორტირებულ ზეითუნის ზეთთან შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია.
„ჩვენს მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია იმპორტირებულ ზეითუნის ზეთთან. ასევე ექსტრა ვირჯინის სეგმენტში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი გაქვს.
რაც შეეხება ზეთისხილის მარინადს, წარმოდგენილები ვართ ჰორეკა სექტორში და ასევე შესულები ვართ „აგროჰაბსა და „კარფურის“ ქსელებში, მალე შევიტანთ ასევე „ფრესკოშიც“, სადაც მანამდე ჩვენი კომპანია მხოლოდ ზეითუნის ზეთით იყოს წარმოედგენილი“, - ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.
„ქართული ზეთისხილის კორპორაციის“ მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთი "პრემიუმი" არის ექსტრა ვირჯინის, უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთი, რომლის გამოწურვაც ხდება ცივი გამოხდის წესით.
ხოლო ზეთი "გოლდი" არის ვირჯინის ხარისხის ზეთი, რომელიც გამოიხდება ცივი გამოხდის წესით.
კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ წლიდან წლამდე ზეთისხილის პროდუქციაზე ფასები მზარდია.
„ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფასებს მივყვებით, რადგან ვართ ამ საბჭოს წევრი ქვეყანა 2019 წლიდან და სწორედ მათი სტანდარტების შესაბამისად ხდება “სვანიძის პროდუქციის” წარმოებაც.
საერთაშორისო საბჭოს მიხედვით ყოველწლიურად იზრდება ფასები ზეთისხილზე, რადგან კლიმატური პირობები გართულებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა საქართველოში ზეთისხილის ბაღები ძალიან ნაყოფიერად ხარობს და იძლევა ხარისხიან მოსავალს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის პრემიალურ ხარისხზე“, - განმარტავს ნიკა მარკოზაშვილი.
როგორც ცნობილია, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივითა და მონდომებით ქვეყანაში პირველი ზეთისხილის ბაღები 14 წლის წინ გაშენდა.
ბაღების გაშენების შემდეგ მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო. „ქართული ზეთისხილის" პირველი საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომლის მიერაც წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო გაყიდვაშია. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში