USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ლურჯი მოცვი გერმანიის სუპერმარკეტებში იყიდება

ქართული ლურჯი მოცვი გერმანიის სუპერმარკეტებში იყიდება

2023-06-30 13:56:04

ქართული ლურჯი მოცვი ამჟამად გერმანიის წამყვანი სუპერმარკეტების, მათ შორის Rewe-ს, ქსელებშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ავრცელებს. 

„ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტოსთან, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან, საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან და სხვა მონაწილე მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა.

ამ სეზონზე საცდელი პარტიის სახით გერმანიასა და პოლონეთში უკვე გაიგზავნა 47 ტონა ლურჯი მოცვი საქართველოდან და კიდევ იგეგმება დამატებითი მოცულობის გაგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შპს „Wonderland Farmers“ ქართული მოცვის შემსყიდველი კომპანიაა, რომლის დახმარებითაც პროდუქტი გერმანიის სუპერმარკეტებში იყდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები