USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დავარდა - Galt & Taggart

ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დავარდა - Galt & Taggart

2023-03-20 14:46:34

13–17 მარტის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დავარდა, ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -11.62% წინა კვირასთან შედარებით და -16.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 855 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.90 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 108 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.90 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -7.59% წინა კვირასთან შედარებით და -15.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 559 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.65 - 23.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.46 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -6.05% წინა კვირასთან შედარებით და -7.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 477 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.25 - 8.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები