USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალაქ ფოთში MSC Georgia-ს და Medlog Georgia-ს ახალი გაერთიანებული ოფისი და Medlog Georgia-ს განახლებული საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა

ქალაქ ფოთში MSC Georgia-ს და Medlog Georgia-ს ახალი გაერთიანებული ოფისი და Medlog Georgia-ს განახლებული საკონტეინერო ტერმინალი გაიხსნა

2024-02-04 10:49:00

1 თებერვალს ქალაქ ფოთში გაიხსნა MSC Georgia-ს და Medlog Georgia-ს ახალი გაერთიანებული ოფისი და Medlog Georgia-ს განახლებული საკონტეინერო ტერმინალი.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) საქართველოში 2009 წლიდან არის წარმოდგენილი  MSC ჯორჯიას სახით, ხოლო 2019 წელს MSC ჯგუფის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ოპერირება დაიწყო  Medlog ჯორჯიამ, როგორც სახმელეთო ლოგისტიკურმა კომპანიამ.

MSC Mediterranean Shipping Company- MSC მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონტეინერო გადამზიდველი კომპანიაა როგორც გემების რაოდენობით ასევე ტვირთის მოცულობით. კომპანია ფლობსა და ოპერირებს 800- ზე მაეტ საზღვაო ხომალდს, 100-ზე მეტ საკონტეინერო ტერმინალს და ყოველწლიურად გადაზიდავს 22,5 მილიონზე მეტ კონტეინერს (TEU). ჯგუფში დასაქმებულია 200,000- ზე მეტი თანამშრომელი. https://www.msc.com/en

MEDLOG-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური ოპერატორია. მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთრებაში არსებულ აქტივებში, როგორიცაა სახმელეთო  ტერმინალები, საწყობები, სატვირთო მანქანები, ლოკომოტივები, სარკინიგზო პლატფორმები და ბარჟები. კომპანია ოპერირებს  80-ზე მეტ ქვეყანაში. https://www.medlog.com/en

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მილიონობით დოლარის ინვესტიციისა და წარმატებით დასრულებული პროექტების მეშვეობით, მედლოგმა შეძლო რეგიონში ლოჯისტიკური ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბებულიყო.

დღეისათვის Medlog Georgia-ს ტერმინალის ტერიტორია აღემატება 70,000 კვ.მ მეტრს. სრულიად განახლებულია სატერმინალო ინფრასტრუქტურა, კერძოდ:

  • ტერიტორია მთლიანად მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით; აშენდა მექანიზაციის სახელოსნო;
  • განვითარდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა,  მოეწყო ახალი ჩიხის და არსებულის განახლება, რამაც მისცა საშუალება ტერმინალს ერთდროულად მიიღოს და დაამუშაოს 40 ვაგონი;
  • მიმდინარეობს ამწე-დანადგარების განახლება-ჩანაცვლების პროცესი - ამჟამად ტერმინალი აღჭურვილია 6 ერთეული თანამედროვე კონტეინერის ამწით;
  • ტერმინალზე დასაქმებულია 120 ადგილობრივი სპეციალისტი;
  • ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, Medlog Georgia -ს ტერმინალი უკვე სრული დატვირთვით ოპერირებს და მისი წლიური გამტარიანობა 150 000 TEU-მდე გაიზარდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ლოჯისტიკური პროცესების ხელშეწყობისა და კლიენტთა მომსახურების გამარტივების მიზნით, 2024 წლის იანვრიდან ქალაქ ფოთში მედლოგ ჯეორჯია და ემესსი ჯორჯია-ს კლიენტებს ერთიანი თანამედროვე ოფისიდან მოემსახურება, რომელიც განლაგებულია Medlog -ის ტერიტორიაზე.

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები