USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახეთში, ფერმერების ნაწილმა კენკრის ბაღები მიატოვა ან გაჩეხა - ასოციაცია

კახეთში, ფერმერების ნაწილმა კენკრის ბაღები მიატოვა ან გაჩეხა - ასოციაცია

2023-06-20 09:57:46

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილი, Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კახეთში კენკრის ბაღების დიდი ნაწილი, ფერმერებმა მიატოვეს ან გაჩეხეს. 

რამ განაპირობა დაახლოებით 7-8 წლის წინ ენთუზიაზმით დაწყებული კენკროვანი ბიზნესის მარცხი?

იზოლდა ქიტესაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი გასაღების მცირე ბაზარი და ფერმერების გადაჭარბებული მოლოდინი გახდა, რადგან მათ უეკლო მაყვლის ბაღების გაშენებისას მწირი გამოცდილება და ნაკლები აგრარული განათლება ჰქონდათ. 

იზოლდა ქიტესაშვილს კახეთში, გურჯაანში უეკლო მაყვალი 1 ჰექტარზე მოჰყავს. 2016 წელს ბაღის ფართობი 5 ჰექტარს შეადგენდა.

ფერმერი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მოსავლის რეალიზაციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ახდენს და უეკლო მაყვლის საბითუმო ფასი 5-6 ლარამდე შემცირდა. 

„მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია. მის შესანახად საჭიროა სწრაფი გაგრილების კამერები. ფერმერებს ეს დანადგარები არ ჰქონდათ. პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია ვერ შეძლეს და ეკონომიკური ზარალი მიიღეს, თანაც წარმოებისთვის საჭირო ხარჯები ვერ გათვალეს. ამ პრობლემისა და დაბალი ხარისხის გამო, ვერ მოხერხდა უეკლო მაყვლის ევროპის ბაზარზე გატანაც. ამიტომ ბევრმა ფერმერმა ბაღები მიატოვა ან გაჩეხა“, - ამბობს მაყვალა ქიტესაშვილი. 

მისი თქმით, ფერმერებს ბიზნესის დაწყებისკენ სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ უბიძგა, თუმცა არ ჰქონდათ ბიზნეს-გეგმა და ეკონომიკური გათვლები. 

მისვე თქმით, თავიდან უეკლო მაყვალი დახურულ გრუნტში დარგო და კილოგრამის რეალიზაციას 25 ლარად ახდენდა. შემდეგ მცენარე ღია გრუნტში გადაიტანა. მაშინ ბაზარზე 1 კილოგრამი უეკლო მაყვალი 20 ლარი ღირდა. ახლა კი სარეალიზაციო ფასი 6 ლარია. 

„გურჯაანიდან უეკლო მაყვალი ძირითადად ბათუმსა და თბილისს მიეწოდება“, - ამბობს მაყვალა ქიტესაშვილი. 

მისი თქმით, თუ ფერმერებს არ ექნებათ შესაბამისი სერტიფიკატი, პროდუქციის მაღალი ხარისხი და უწყვეტი მიწოდება, ევროპის ბაზარზე ფიქრიც არ შეიძლება. „ერთადერთი ბაზარი რომელიც მიგვიღებს რუსეთია“. 

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ კახეთის რეგიონში უეკლო მაყვლის წარმადობა დღეში 500 კილოგრამია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები