USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კადრების დეფიციტი ჩვენს სექტორსაც შეეხო - ნინო მენთეშაშვილი

კადრების დეფიციტი ჩვენს სექტორსაც შეეხო - ნინო მენთეშაშვილი

2023-12-18 18:05:00

კადრები რთულად მოსაძებნია, საქართველოში არ არის საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც კონკრეტულად ლოგისტიკის მიმართულებით მოამზადებენ კადრებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრის მოძებნა კიდევ უფრო რთულია, - ამის შესახებ Busienss Insider Georgia-ს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელმა და კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.

ნინო მენთეშაშვილის განცხადებით, კადრების დეფიციტი ამანათებისა და გზავნილების სექტორში მოქმედ კომპანიებსაც შეეხოთ. FedEX-ი ამ პრობლემის დაძლევას საკუთარი რესურსით ახერხებს. 

„ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაბამისი უნარების მიხედვით შევარჩიოთ კადრები. შემდეგ უკვე მეორე ეტაპია მათი გადამზადება და კვალიფიციური კადრების მომზადება, რასაც ჩვენს თავზე ვიღებთ. ეს გამოსავალი ვიპოვეთ კადრების დეფიციტის დასაძლევად“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

რაც შეეხება უცხოეთიდან კადრების შემოყვანის საკითხს FedEX-ი ამ საკითხს არ განიხილავს.

„ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი დასაქმებულები გვყავს საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ ვართ FedEx-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ ზონასა და რამდენიმე ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ეს სერვისები.

ამანათებისა და გზავნილების ადგილობრივ ბაზრის 15%-17%-ი გვიჭირავს. კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები