USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-02-19 00:37:10

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, – სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა. მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რუსეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გასწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, – სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა. მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ, რუსეთს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს – აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ორი სამხედრო ბაზა გააჩინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთს. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წელს, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია და გასულ წელსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, ვიტყვი შემდეგს: ამ ომს უკრაინაში ყველაზე აქვს გავლენა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი, და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გვაქვს. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და, როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან. ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება, მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა დასმულ კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კერძო კლინიკაში სააკაშვილისთვის მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც არ აქვთ სხვა პატიმრებს.

„მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა, და იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი. ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ. გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუკზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას. არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობით დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით. კერძო ტელევიზია „იმედში” შეიჭრა მის პერიოდში სპეცრაზმი, და ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა გაგცეთ კითხვაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა, და ომით ეს არ მიიღწევა.

„მადლობა შეკითხვისთვის. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ახსენეთ და უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს – საერთაშორისო პარტნიორებს – ველაპარაკებით გვესმის საერთო პოზიცია, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტული ითქვას უკრაინის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგები იქონიებს გავლენას სხვა ქვეყნებზეც – საქართველოზე, მოლდოვაზე (რაც თქვენ დაასახელეთ). მოდით პირდაპირ ვთქვათ, საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს არის საერთაშორისო წესრიგის – წესებზე დაფუძნებული წესრიგის – შეცვლა. ამიტომ, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, 2-3 თვეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი იმისა, თუ სად ვართ.

თქვენ კარგად იცით საქართველოს შესახებ. ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. ამიტომ, გამოცდილება დაგვიგროვდა.

რთულია ითქვას, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, ბატონებო, – მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა, იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა, რაც კატასტროფულია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი პლანეტისთვის. ამიტომ, უნდა ველოდოთ, რომ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს ექნება ერთად დასხდომის საშუალება და მოლაპარაკების სურვილი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონიანი მოსახლეობით. ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს!

ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა! ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას”, – განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები