საქართველოში ღვინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2009 წლიდან მოყოლებული საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძნის ნატურალური ღვინოები 2022 წელს იყიდა.
2022 წლის მონაცემებით, რაოდენობის მხრივ ზრდა გასულ წელთან 73%-იანია, ხოლო ღირებულებით ჭრილში კი 28%-ი.
სამაგიეროდ მიმდინარე წლის 2 თვის სტატისტიკით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში 12%-ით ნაკლები ღვინო შემოვიდა, ხოლო მოცულობის მხრივ 14%-იანი კლებაა.
2022 წელს საქართველომ 5,014.74 ათასი დოლარის ღირებულების 695.16 ტონა ღვინო იყიდა, 2021 წელს კი 3,913.56 ათასი დოლარის ღირებულების 400.86 ტონა ღვინო.
გასულ წელს რაოდენობრივ ჭრილში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის იმპორტი რუსეთიდან მოხდა, სადაც იმავდროულად ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო იყიდება.
რუსეთიდან შემოსულ ღვინოებს მთლიან იმპორტში 29%-ი უჭირავს. ღირებულებით ჭრილში კი ყველაზე მეტი ნატურაული ღვინოები საქართველოში საფრანგეთიდან შემოვდა.
საქართველოში ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების TOP 10 (რეიტინგი დაგალებულია საიმპორტო პროდუქციის ღირებულებით):
1. საფრანგეთი - 1,857.97 ათასი დოლარი,
2. იტალია - 1,190.70 ათასი დოლარი,
3. რუსეთი - 613.64 ათასი დოლარი,
4. უკრაინა - 243.52 ათასი დოლარი,
5. ლიეტუვა - 233.84 ათასი დოლარი,
6. ბელორუსი - 157.81 ათასი დოლარი,
7. ლატვია - 127.05 ათასი დოლარი,
8. ესპანეთი - 123.59 ათასი დოლარი,
9. ნიდერლანდები - 77.70 ათასი დოლარი,
10. პოლონეთი - 76.50 ათასი დოლარი.
საქართველოში ნატურაული ღვინის ომპორტი 2022 წელს 29 ქვეყნიდან განხორციელდა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა