საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია.
მათ, ვისაც ლოგიკური და საინტერესო მათემატიკური ამოცანები აინტერესებთ, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ევერესტის ოქროს ტურში, ასევე სამტურიან ოლიმპიადაში. ორივე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.
ოქროს ტური წელს 28-29 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოქროს ტურის ფარგლებში, ბავშვებმა უნდა ამოხსნან 14 ამოცანა, ოლიმპიადის ბოლოს კი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გამოვლინდება.
ოქროს ტურზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 25 ოქტომბერს დასრულდება.
სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში კი პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას ონლაინ, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 4-5 ნოემბერს ჩატარდება.
ფინალური ტური 2-3 დეკემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება. სამტურიან ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაწყებულია და პირველ ნოემბერს დასრულდება.
ოქროს ტურისა და სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 24 დეკემბერს გაიმართება.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს მოსწავლეებისთვის განათლებისა და საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, საინტერესო მათემატიკური ამოცანების მეშვეობით გამოსცადონ საკუთარი თავი და უნარები, შეიმეცნონ უფრო მეტი და განივითარონ ლოგიკური აზროვნება. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება