USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები III კვარტალში

როგორია მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები III კვარტალში

2024-01-09 10:00:00

2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით საქართველოს მაშტაბით რეგისტრირებულია 34 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, ჯამურად საქართველოს მაშტაბით 34 მირკო საფინანსო ორგანიზაციას გააჩნია 395 ფილიალი სადაც დასაქმებულია 4443 ადამიანი, ფილილების რაოდენობა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით უცვლელი დარჩა, თუმცა დასაქმებული თამანშრომლების რაოდენობა გაზრდილია 179 ადამიანით. 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომაროებით მიკრო საფინანსო სექტორის წმინდა საესხო პორტფელის მოცულობა 1.576 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით გაზრდილია. 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა საესეხო პორტფელი 1.449 მილიარდ ლარს შეადგენა. სექტორში დაფიქსირდა წმიდნა სასესხო პორტფელის 9% ზრდა, რასაც დადებითი გავლენა უდნა ჰქონდეს სექტორის მომგებიანობაზე. კერძოდ 2023 წლის სამ კვარტალში ჯამურად მისო სექტორმა დააგენერირა 316 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი, რაც 17% ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდშ მიღებული 271 მილიონი ლარის მთლიან საპროცენტო შემოსავლთან მიმართებაში. საპროცენტო შემოსავლების ასეთ ზრდა საშუალო შეწონილ სასესხო განაკვეთების ზრდისკენ უნდა მიუთითებდეს. კერძოდ მიკრო საფინანსო სექტორშ 2022 წლის სამი კვარტლის მდგომარეობთ საშუალო სასესხო საპროცენტო განაკვეთ 24.93% შეადგენდა, 2022 წელს კი სესხებს საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთ გაზრდილია 26.82% - მდე. რაც ხსნის საპროცენტო შემოსავლების უფრო დიდი ტემპით ზრდას, ვიდრე სასესხო პორტფელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საპროცენტო შემოსავლებში სალომბარდე სესხების წილი, რომელიც 2023 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით მთლიანი საპროცენტო შემოსავლის 42% რაც რიცხვებშ 132 მილიონი ლარის პროცენტია, 2022 წლის მონაცემების მიხედვით სალომბარდე სესხები მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 44% და 120 მილიონ ლარს წარმოდგენდა. საპროცენტო შემოსავლებში ასევე საკვანძო წილი უჭირავს სამოხმარებლო სესხებს, რომელსაც 2023 წლის სამი კვარტლის მდგომაროებით მთლიანი საპროცენტო შემოსავლის 28% უჭირავს, რაც თანხაშ 88 მილიონ ლარში გამოიხატება, 2022 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით კი სამომხმარებლო სესხებს მთლიან საპროცენტო შემოსავლში 21% წილი ეჭირა და 58 მილიონ ლარის შემოსავალს წარმოადგენდა. აღნიშნულ მონაცემბზე დაყრდნობით თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპროცენტო შემოსავლების ზრდის დიდი წილი სამომხმარებლო სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების ზრდით არის გამოწვეული.

საპროცენტო შემოსავლების გარდა მიკრო საფინანსო ორგანიზაციები ასევე იღებენ არასაპრროცენტო შემოსვლებს, რომელთა დიდი წილიც საკომისო შემოსავლებზეა არის დაფუძნებული. 2022 წლის სამ კვარტალში მისო - საკომისო შემოსავლამა 32 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წლის სამ კვარტალში კი საკომისო შემოსავლები 12% ით არის შემცირებული და 28 მილიონ ლარს წარმოადგენს. 2022 წელს საკომისო შემოსავლები მთ₾იანი შემოსავლების 10% წარმოადგენდნენ 2023 წელს კი აღნიშნება საკომისო შემოსავლების კლების ტენდენცია 7.7% მდე. არასაპროცენტო შემოსავლების წილი კი 15.2% იყო 2022 წლის სამი კვარტლის მდოგმარეობით, 2023 წელს კი მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლების კლების ტენდენციაც შეინიშნება და წარმოადგენს 13.7% -ს რაც რიცხვებში გამოისახება 48 მილონ და 50 მილიონ ლარად შესაბამისად.

2022 წლის სამი კვარტლის მდგოამრეობით მისო სექტორმა ჯამურად 106 მილიონი ლარის წმინდა შოგება დარეზერვებამდე დააგენერია, რაც 14% ით ნაკლებია 2023 წლის 3 კვარტლის ფინანსურ მაჩვნებლებზე. 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით მისო სექტორმა ჯამურად 121 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენრირა დარეზერვებამდე. რეზერვების ხარჯი შეიძლება წარმოშობილი იყოს უიმედო ვალების ჩამოწერით, შესაბამისად რეზერვების ხარჯს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძ₾ება ჰქონდეს კომპანის ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაბამისად წმინდა მოგებამ 2022 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით მისო სექტორში 106 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 15 მილიონით ჩამორჩება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნეებელს. 2023 წლის სამ კვარტალში კი წმინდა მოგება  14 % ით გაიზარდა და 121 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემბზე დაყრდნობით ყველა ხარჯის გათვალისწინებით მისო სექტორის წმინდა მოგების მარჟა 2022 წელს 25.41% წარმოადგენდა 2023 წლის სამ კვარტალში კი წმინდა მოგების მარჟა შეცმირებულაი და 24.6% წარმოადგენს.

თანამშრომლების ანაზღაურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიების წარმატებაში, მთლიან შემოსავლებში თანამშრომლების ანაზღაურებას 23.69% უჭირავს 2022 წელს, რაც ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვნეებლებთან და მთლიან შემოსავლებში 24.33% შეადგენდა. საერთო ჯამში თანამშრომლებზე გაწეული ხარჯი 12% ით გაიზარდა, თუმცა შემოსავლის ზრდის ტემპი შედარებით მაღალია, შესაბამისად შემცირებულია პერსონალზე გაწეული ხარჯის პროპორციული წილიც. მიკრო საფინანსო სექტორში 2022 წელს დასაქმებულია 4443 ადამიანი, რაც 12% ით მეტია 2021 წელს დასაქმებულ 4264 ადამიანზე. თანამშრომლების ანაზღაურება საშუალოდ მიკრო საფინანსო სექტორში 2022 წელს 2176 ლარია გადასახადების ჩათვლით, რაც 7% ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2027 ლარის ოდენობით საშუალო ანაზღაურებასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში 395 ფილიალი იყო მიკრო საფინანსოების, 2021 წელს თითოეული ფილიალის საშალო შემოსავალმა 809 ათასი ლარი შეადგინა, 2022 წელს კი 15% გაზრდილია თთო ფილიალის შემოსავლიანობა და 930 ათას ლარს წარმოადგენს.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები