USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს „ნიკორას“ შემოსავალი 895 მილიონი ლარი იყო, „ორი ნაბიჯის“ კი 878 მილიონი

2022 წელს „ნიკორას“ შემოსავალი 895 მილიონი ლარი იყო, „ორი ნაბიჯის“ კი 878 მილიონი

2023-10-18 11:08:39

საქართველოს ბაზარი FMCG სექტორში საკმაოდ გაჯერებული და კონკურენტულია. კონკურენციის ფონზე არსებობს მსხვილი სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და კონკურენტული გარემოს ფონზე ქმნიანან საუკებს მომხმარებლებისათვის. 

ამ ეტაპზე ანალიზისათვის შერჩეულია ორი მსხვილი ქსელური კომპანია, რომელიც დაახლოებით ერთ სეგმენტში გადის, როგორც მცირე და საშუალო ზომის უბნის ტიპის მაღაზია - „ნიკორა“ და „ორი ნაბიჯი“.

აღნიშნული სავაჭრო ქსელები ბრუნვის თვალსაზრისით დაახლოდებით ერთ დონეზე არიან და შესაბამისად მაქსიმალურად შესადარისია მათი ფინანსური ანგარიშგებები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ „ნიკორასა“ და „ორ ნაბიჯს“ აქვს გამოქვეყნებული საჯაროდ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები. ანალიზისათვის გამოყენებულია კონსოლიდირებული ფინანსურ რეპორტები, რადგან თითოეული სავაჭრო ქსელს აქვს ქვე კომპანიები. ასეთი შედარებით მეტია „ნიკორას“ შემთხვევაში.

მაგალითად, მზა საკვების წარმოება, ხორცპროდუქტების წარმოება, თევზის პროდუქციის წარმოება და სხვა. თუმცა შიდა ჯგუფი ტრანზაქციების ეფექტის ელიმინაციით ხდება ანალიზი, რასაც კონსოლიდირებული ფორმა გვაძლევს.

  • 2022 წელს,  კერძოდ „ნიკორას“ შემოსავლებმა ₾895 მილიონი, „ორი ნაბიჯის“ კი ₾878 მილიონი შეადგინა. ორივე კომპანიისათვის 2022 წელი შედარებით შემოსავლიანი აღმოჩნდა.
  • 2022 წელს „ნიკორას“ საკვები პროდუქტების რეალიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის (ბრუნვის) 62% შეადგინა, 2021 წელს კი 72%-ს უდრიდა.
  • „ორი ნაბიჯის“ ჯგუფი შედარებით დეტალურ ჩაშლას გვთავაზობს საკუთარი შემოსავლის წყაროების შესახებ (ამონაგების). მათ საკვების რეალიზების სახით 2022 წელს ₾600 მილიონის შემოსავალი მიღეს, 2021 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 412 მილიონი ლარი შეადგინა.
  • 2022 წელს „ნიკორას“ წმინდა მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვნებელთან მიმართებით 125%-ით ( 25 მილიონით მაღალია), 2021 წლის წმინდა მოგება კი შესაბამისად  20.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
  • „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგება 2021 წელს თითქმის „ნიკორას“ წმინდა მოგების ტოლია და ₾20.4 მილიონს შეადგენს, მაგრამ „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგების ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია 164% და 2022 წლის წმინდა მოგება 54 მილიონ ლარს შეადგენს.
  • ნიკორას ჯგუფში, თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 2022 წელს 1047 ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 868 ლარის ტოლი იყო. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რიცხვები მოიცავს მათ შორის გადასახადებს, „ორ ნაბიჯში“ კი 2022 წლის საშუალო ანაზღაურება 1105 ლარს შეადგენს, 2021 წელს კი 830 ლარს. გადასახადების გამოკლებით, უხეში დათვლით საშუალოდ თანამშრომლები „ნიკორაში“ 2022 წელს 821 ლარს იღებენ ხელზე, 2021 წელს კი 681 ლარს, „ორ ნაბიჯში“ 866 ლარს და 2021 წელს კი 651 ლარს შესაბამისად.
  • 2022 წლის EBITDA ნიკორასათვის იყო 85 მილიონი ლარი, ორი ნაბიჯისათვის კი 86 მილიონი ლარი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2022 წლის მაჩვენებლებით „ნიკორას“ და „ორ ნაბიჯის“ ჯგუფები შემოსავლის მიხედვით დაახლოებით ერთ დონეზე არიან.

კერძოდ, „ნიკორას“ შემოსავლებმა 895 მილიონი, „ორი ნაბიჯის“ კი 878 მილიონი შეადგინა. ორივე კომპანიისათვის 2022 წელი შედარებით შემოსავლიანი აღმოჩნდა, 2021 წლის ბრუნვა „ნიკორას“ 650 მილიონი ლარი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 244 მილიონი ზრდა ჰქონდა, „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი კი 21 წელს 592 მილიონ ლარს შეადგენდა.

„ორ ნაბიჯს“ პროცენტულად უფრო მაღალი ზრდის ტემპი (48%) აქვს, 286 მილიონი ლარის ნომინალური ზრდა გაყიდვებში. შესაბამისად, 2021 წელს „ნიკორა“ 10%-ით უფრო დიდ შემოსავალს აჩვენებდა, ვიდრე „ორი ნაბიჯი“, 2022 წელს კი სხვაობა 2%-მდე არის დასული.

კომპანიები, საკუთარ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გვთავაზობენ შემოსავლის წყაროების ჩაშლას, ასეთი ჩაშლა საკვები და არასაკვები პროდუქციის/სერვისის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი.

2022 წელს „ნიკორას“ საკვები პროდუქტების რეალიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის (ბრუნვის) 62 % შეადგინა, 2021 წელს კი 72%-ს უდრიდა. არასაკვები პროდუქციის რეალიზება კი შესაბამისად 38%-ს და 28%-ს უდრიდა. რაც რიცხვებში გამოიხატება, საკვების რეალიზებიდან როგორც ₾557 მილიონი 2022 წელს და ₾466 მილიონი 2021 წელს და არასაკვები პროდუქტების რეალიზებიდან 337 მილიონი  და 184 მილიონი (წლების შესაბამისად).

აღსანიშნავია, რომ შემოსავლის 38%-იანი ზრდა „ნიკორას“ შემთხვევაში ძირითადად გამოწვეულია არასაკვები პროდუქციის 84%-იანი ზრდით, რამაც ₾153 მილიონი შეადგინა ნომინალურ ნიშნულში, საკვები პროდუქტების რეალიზება კი მხოლოდ 19%-ით არის გაზრდილი და ნომინალურ ნიშნულში 90 მილიონს შეადგენს.

„ორი ნაბიჯის“ ჯგუფი შედარებით დეტალურ ჩაშლას გვთავაზობს საკუთარი შემოსავლის წყაროების შესახებ ( ამონაგების). საკვების რეალიზების სახით ჯგუფმა 2022 წელს 600 მილიონის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 412 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მთლიანი შემოსავლების 68%-ია, ხოლო 2021 წლის მთლიანი შემოსავლის 70%-ი.

2022 წლის მაჩვენებლებით არასაკვები პროდუქციის რეალიზიაზე მთლიანი შემოსავლების 32% მოდის, ხოლო 2021 წელს - 30%. თანხობრივად კი 2022 წელს 277 მილიონი და 2021 წელს 180 მილიონია. საიდანაც 2022 წელს 145 მილიონის არასაკვები პროდუქცია იყო, 118 მილიონის სასმელები და 14 მილიონის სარეკლამო შემოსავლები, 2021 წელს კი 89, 80 და 10 მილიონს შეადგენდა აღნიშნული მონაცემები შესაბამისად.

საკვები პროდუქციის რეალიზაციაში „ორ ნაბიჯს“ 46%-იანი ზრდა აქვს 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, რაც ნომინალურ მონაცემებში 188 მილიონი ლარით გამოიხატება. არასაკვებ პროდუქციაში კი ჯამურად 97 მილიონი ლარიანი ზრდა.

რა თქმა უნდა, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად წარმოიშვება თითოეული პროდუქციის თვითღირებულება, აღნიშნული თვითღირებულების პროდუქტებად ჩაშლას არცერთი კომპანია არ წარადგენს დეტალურად, თუმცა შესაძლებელია ჯამურად რეალიზებული პროდუქციიდან გაყიდული პროდუქციაზე საშუალო მოგების მარჟის დათვლა, კერძოდ 2022 წელს „ნიკორას“ 25,6% საერთო მოგების მარჟა ჰქონდა, 2021 წელს კი აღნიშნიშნულმა მაჩვნეებელმა 26.2% შეადგინა. „ორი ნაბიჯისთვის“ კი 18.78% 2022 წელს და 18.07% 2021 წელს. რაც ნიშნავს, რომ „ნიკორას“ თვითღირებულებასა და ფასს შორის სხვაობა საშუალოდ 26%-ია, „ორი ნაბიჯის“ შემთხვევაში კი სხვაობა ფასსა და თვითღირებულებას შორის საშუალოდ 18%ი. რაც ნიშნავს, რომ „ნიკორა“ დაახლოებით 35% ფასნამატს აწესებს პროდუქციაზე, „ორი ნაბიჯი“ კი 22% ფასნამტს ადებს საკუთარ პროდუქციას (აღნიშნული მაჩვნებელი არ მოიცავს დღგ-ს და სხვა გადასახადებს და ნაჩვენებია გადასახადების გარეშე).

რაც არ უნდა კოლოსალურად ჟღერდეს შემოსავლის (ამონაგების) რიცხვები, კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვნებელი მაინც წმინდა მოგების ნიშნულია, სწორედ წმინდა მოგების მაქსიმისაზია კომპანიის მთავარი მიზანი.

2022 წელს „ნიკორას“ წმინდა მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვნეებელთან მიმართებით 125%-ით ( 25 მილიონით მაღალია), 2021 წლის წმინდა მოგება კი შესაბამისად  20.2 მილიონ ლარს შეადგენდა. „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგება 2021 წელს თითქმის „ნიკორას“ წმინდა მოგების ტოლია და 20.4 მილიონს შეადგენს, მაგრამ „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგების ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია 164%  და 2022 წლის წმინდა მოგება 54 მილიონ ლარს შეადგენს.

შესაბამისად უფრო მეტი შესადარისობისათვის წმინდა მოგების მარჟის კოეფიციენტი 2021 წელს ორივე კომპანიას თითქმის ტოლი აქვს, კერძოდ 3.4% „ორ ნაბიჯს“ და 3.11% „ნიკორას“, თუმცა 2022 წელს სხვაობა გაცილებით თვალსაჩინოა და „ორი ნაბიჯის“ 6.1% წმინდა მოგების მარჟა აქვს, „ნიკორას“ კი 5.1%. რაც მიუთითებს, რომ „ორი ნაბიჯი“ გაცილებით ეფექტურად მართავს საკუთარ ხარჯებს, ვიდრე „ნიკორა“, რაც შედარებით დაბალი ბრუნვის კვალობაზე შედარებით მაღალი წმინდა მოგების მარჟის შენარჩუნებას ახერხებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ფასნამატის თვალსაზრისით „ორ ნაბიჯის“ ფასნამატი საშუალოდ, შედარებით ნაკლებია ვიდრე „ნიკორას“ ფასნამატები. აღნიშნულზე დაყრდნობით ეს ნიშნავს, რომ „ორი ნაბიჯი“ გაცილებით უკეთ მართავს შიდა ხარჯებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვიდრე „ნიკორა“. ერთ-ერთ ძირითად საოპერაციო ხარჯს ორივე კომპანიისათვის წარმოადგენს ხელფასები (როგორც გაყიდვებთან დაკავშირებული პერსონალის ასევე ადმინისტრაციული).

„ნიკორას“ შემოსავალთან მიმართებაში გაყიდვებში და მიწოდების პერსონალის ხარჯმა 2022 წელს 74.9 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 53.131,  რაც მთლიან შემოსავლებთან მიმართებით ხარჯის 8.4% და 8.1% შეადგენდა შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ხელფასებმა კი 2022 9.7 მილიონი ლარი და 2021 წელს 7.1 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 1%-ს.

ჯამურად ხელფასების წილი შემოსავალთან მიმართებით 2022 წელს 9.5%-ს, 2021 წელს  9.3%-ს შეადგენდა.

„ორი ნაბიჯის“ სახელფასო ფონდი კი „ნიკორასთან“ შედარებით ნაკლებია - 2022 წელს 38 მილიონი, 2021 წელს 22.7 მილიონი. ადმინისტრაციული ხელფასები კი ნიკორასთან შედარებით მაღალია და 2022 წელს 10.8 მილიონს შეადგენს, 2021 წელს კი 9 მილიონ ლარს. სახელფასო ფონდი მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში 5.58%-ს იკავებს 2022 წელს და 5.38%-ს 2021 წელს.

სამწუხაროდ ფინანსურ ანგარიშგებაში ვერ ვხვდებით დეტალურ ინფორმაციას თანამშრომლების რაოდენობის შესახებ, კერძოდ ადმინისტრაციული და გაყიდვებთან დაკავშირებული პერსონალის გაყოფით.

მაგრამ ხელმისაწვდომია ჯამური თანამშრომლის რაოდენობები, ნიკორა ჯგუფში შედარებით მეტი თანამშრომელია დასაქმებული, კერძოდ 2022 წლის მონაცმებით 6 739 ადამიანი, 2021 წელს კი 5 774. ორ ნაბიჯში კი 3 700 და 3 200 ადამიანი შესაბამის პერიოდებში.

ჯამურად შეგვიძლია დავთვალოთ საშუალო ანაზღაურება აღნიშნულ კომპანიებში, თუმცა დათვლები იქნება დაკავშირებული საშუალო ხელფასთან და კომპანიაში არსებული მედიანური ხელფასი შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს, რადგან ჩვენთვის მხოლოდ ჯამური თანამშრომლების რაოდენობაა ცნობილი.

შესაბამისად დაანგარიშება საშუალოდ დირექტორის და კონსულტანტის ხელფასების საშუალო. ნიკორას ჯგუფში, თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 2022 წელს 1047 ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 868 ლარის ტოლი იყო. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რიცხვები მოიცავს მათ შორის გადასახადებს, ორ ნაბიჯში კი 2022 წლის საშუალო ანაზღაურება 1105 ლარს შეადგენს, 2021 წელს კი 830 ლარს.

გადასახადების გამოკლებით, უხეში დათვლით საშუალოდ თანამშრომლები „ნიკორაში“ 2022 წელს 821 ლარს იღებენ ხელზე, 2021  წელს კი 681 ლარს. „ორ ნაბიჯში“ კი 866 ლარს და 651 ლარს შესაბამისად. (თუმცა 2022, 2021 წლებში შეიძლება გადასახადების ეფექტი COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ შეღავათებით ბიზნესის მიმართ გაბნეულ მონაცემებს იძლეოდეს და პირდაპირ გადასახადების დაკლება არ იყოს სწორი) თანამშრომლებთან ერთად გასათვალისწინებელია ფილიალების რაოდენობა, 2022 წელს 465 ფილიალი ჰქონდა „ნიკრას“ საქართველოს მასშტაბით, 2021 წელს კი 372 ფილიალი. 400 და 329 კი „ორ ნაბიჯს“.

შესაბამისად საშუალოდ „ნიკორას“ ერთ ფილიალში 14.4 ადამიანი მუშაობდა 2022 წელს,  15.5 ადამიანი კი 2021 წელს, „ორ ნაბიჯში“ აღნიშნული მაჩვნებელი 9.25 თანამშრომელს და 9.73 თანამშრომელს აღწევდა, შესაბამისად.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ „ორი ნაბიჯი“ შედარებით ნაკლები ადამიანური რესურსის ჩართულობით აგენერირებს იგივე შემოსავალს, რასაც „ნიკორა“. კერძოდ ერთ ადამიანზე არსებული შემოსავალი 132 ათასი ლარია „ნიკორაში“ 2022 წელს, 112 ათასი ლარი კი 2021 წელს. როდესაც „ორ ნაბიჯს“ თითქმის ორჯერ უკეთესი მაჩვენებელი აქვს, 237 ათასი და 185 ათასი წლების მიხედვით. შესაბამისად, 2022 წელს საშუალო შემოსავალი ფილიალზე „ნიკორასათვის“ 1.9 მილიონი ლარია, „ორი ნაბიჯისათვის“ კი 2.2 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 1.7 მილიონი „ნიკორას“, ხოლო 1.8 მილიონი „ორი ნაბიჯის“ შემთხვევაში.

თუმცა როგორც ზემოთ აღნიშნა, შემოსავლებზე მნიშვნელოვან როლს კომპანიის მოგება ასრულებს. განსაკუთრებით საყურადღებო კომპანიის საოპერაციო მოგება, რასაც EBITDA-საც ეძახიან, აღნიშნულ მაჩვენებელში არ არის ასახული საპროცენტო ხარჯი, ცვეთა და ამორტიზაცია, გადასახადები და სხვა „არაფულადი ხარჯები“. (გასათვალისწინებელია, რომ EBITDA დათვლილია ბიზნეს ინსაიდების გუნდის მეირ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საერთაშორის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს შიდა კომპანიის EBITDA-თან).

2022 წლის EBITDA ნიკორასათვის იყო 85 მილიონი ლარი, ორი ნაბიჯისათვის კი 86 მილიონი ლარი, ორივე კომპანიას 2021 წელთან შედარებით აქვს EBITDA-ს პროცენტული მაღალი ზრდა, კერძოდ 31%-ით გაიზარდა ნიკორას EBITDA და 2021 წელს შეადგენდა 65 მილიონ ლარს. ორი ნაბიჯის EBITDA კი რეკორდული მაჩვენებლით 65%-ით გაიზარდა და შეადგენდა 52 მილიონ ლარს. EBITDA თითო თანამშრომელზე მაჩვნეებლით კი ცალსახად „ორი ნაბიჯი“ ლიდერობს, თითოეულ თანამშრომელს 2022 წლებზე დაყრდნობით წლიურად კომპანიისათვის 23.4 ათასი ლარის შემოსავალი მოაქვს, 2021 წელს კი 16.3 მილიონი ლარი. ანალოგიური მონაცმებით „ნიკორას“ თითო თანამშრომელი 2022 წელს 12.6 ათას ლარის EBITDA აგენერირებს, 2021 წელს კი 11.3 მილიონს.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები