საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი 2023 წლის მდგომარეობით 0,677-ით განისაზღვრა. ამის შესახებ საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, რომლის თანახმადაც, 2023 წლის ინდექსი 2022 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 0,664 დან 0,677 - მდე არის გაზრდილი.
საბანკო სექტორის აღქმების კვლევა საქართველოს დიდ ქალაქებში 2023 წლის იანვარში კომპანია „სონარმა“ ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2023 წლის იანვრის პერიოდში. გამოკითხულთა რაოდენობა - 1100 ადამიანი; კვლევის გენერალური ერთობლიობა 1,2 მლნ მოქალაქე, მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, ასაკი 18-65 წლამდე.
წინამდებარე კვლევა ჩატარებულია ა(ა)იპ საქართველოს საბანკო ასოციაციის (შემდგომში - ასოციაციის) დაკვეთით და კვლევასა და მასში მოცემულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე სრულად ვრცელდება ასოციაციის საკუთრების უფლება. კვლევის და მასში მოცემული ინფორმაციის/მონაცემების ნებისმიერი ფორმით დამუშავება, რეპროდუქცია, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება და ა.შ. ასოციაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა