USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ვერ დაეშვა პირველ მცდელობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი - საქაერონავიგაციის განმარტება

რატომ ვერ დაეშვა პირველ მცდელობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი - საქაერონავიგაციის განმარტება

2023-03-24 11:38:17

საქაერონავიგაციის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაფრენი ბილიკი თავისუფალი იყო და მეორე წრეზე გაფრენის გადაწყვეტილება პილოტმა მიიღო.  

მანამდე, გამოცემა „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრონავს თბილისში დაშვებისას პრობლემა შეექმნა და მხოლოდ მეორე მცდელობისას შეძლო დაშვება.  

„გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა.

დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, - ნათქვამია საქაერონავიგაციის განცხადებაში.  

შეგახსენებთ,რომ  2023 წლის 23 მარტს, საქართველოს ორდღიანი  ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები