ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის" შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია სრულად გამომდინარეობს საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციიდან, რომლისთვისაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
დოკუმენტი ეყრდნობა, ერთი მხრივ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და კვლევებს და, მეორე მხრივ, „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები" განახლებულ გამოცემაში არსებულ რეკომენდაციებს.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიკური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებებს ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, კერძო პრაქტიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი