პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„31 მარტს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი