ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარლაინსმა” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისები დაიწყო. ქალაქ ჩენგდუში თბილისი-ჩენგდუს რეგულარული სატვირთო ფრენების გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პირველი რეგულარული სატვირთო რეისი თბილისი-ჩენგდუს მიმართულებით “ჯორჯიან ეარლანსის” ავიახომალდმა “ბოინგ 767-მა” შეასრულა.
“ჯორჯიან ეარლაინსი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგულარულ სატვირთო ფრენებს ჩინურ ლოჯისტიკურ კომპანია QLD Logistics და DNJ Holding Company-სთან ერთად ახორციელებს.
ღონისძიებაზე აღინიშნა ჩინეთსა და საქართველოს შორის რეგულარული სატვირთო ავიარეისების მნიშვნელობა, ამ მიმართულებით სიხშირეების გაზრდისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი, “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი, პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი, სიჩუანის შუანლიუს აეროპორტის დირექტორი და QLD Logistics და DNJ Holding Company-ს ხელმძღვანელები.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება