ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროებს კიდევ ერთი Best Western Plus Batumi-ი შეემატა, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა.
სასტუმროს მშენებლობაში, რომელიც ბათუმში აღმაშენებლის N13ბ-ში მდებარეობს, კომპანია „თურსამ“ 12 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მრავალფუნქციური კომპლექსი 100%-ით ქართული ინვესტიციით აშენდა, რომელიც აერთიანებს „თურსას“ სავაჭრო ცენტრსა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს.
სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ნანუკა გორგილაძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, Best Western Plus Batumi-ი ვიზიტორებს უკვე თვენახევარია მასპინძლობს, ხოლო აქტიური სეზონისთვის სასტუმროს მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.
„ახლახან გვყავდა ვიზიტორები ტაილანდიდან. ვმასპინძლობთ ჯგუფებს ყაზახეთიდან. ჯავშნები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან არის შემოსული. აქტიურია ევროპისა და შუა აზიის ბაზარი“, - ამბობს ნანუკა გორგილაძე.
Best Western Plus Batumi-ი საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Best Western Hotels-ის ჯგუფის წევრია. სასტუმრო კომპლექსი ელეგანტურად გაწყობილ სხვადასხვა კატეგორიის 148 ოთახს, ქართულ-ევროპულ რესტორანსა და ლაუნჯ ბარ ‘’ამბროსია’’-ს, მცირე და დიდ საკონფერენციო დარბაზებს, 300 ადამიანზე გათვლილ ივენთ ჰოლს, სპა კომპლექსს ‘’პალესტრა’’-ს, სატრენაჟორო დარბაზს, საუნებსა და მასაჟის ოთახებს აერთიანებს. სპა კომპლექსს ‘’პალესტრა’’-ში კი დახურული აუზიცაა განთავსებული.
კომპლექსშია ბავშვთა და ზრდასრულთა გასართობი ცენტრი ‘’თურსალენდი’’, რომელიც აღჭურვილია VR დანადგარებით, სამაგიდო, კომპიუტერული და სხვა სათამაშო მაგიდებით.
სასტუმრო გათვლილია ყველა სახის სამოგზაურო და კორპორატიული ღონისძიებისთვის, ‘’დიდი ბიზნესიდან უბრალოდ დასვენებამდე’’.
როგორც სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ, სასტუმროში ამჯერად 70 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება.
შეგახსენებთ, რომ „თურსას“ ქსელი თბილისსა და ბათუმში 4 ფილიალს მოიცავს, სადაც ამჟამად 120-მდე ადამიანია დასაქმებული.
2024 წლის ბოლოსთვის „თურსას“ კიდევ 1 ფილიალი, ცენტრალური ლოგისტიკური ცენტრი
დაემატება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება