საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს გორდან რადმანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ხაზი გაესვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს და ეს ევროკომისიის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში ზაალ გოგსაძე ესწრებოდნენ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი