ძირითადად გვსტუმრობენ გერმანელი და იტალიელი ტურისტები, უქმეებზე სასტუმრო სრულად იტვირთება, - ამის შესახებ Business Insider Geprgia-ს „ინ გრემის“ დირექტორმა ნანა მონასაშვილმა განუცხადა.
„სასტუმროში არის 16 ნომერი სადაც შესაძლებელია 40 ადამიანის განთავსება. კომპლექსის ტერიტორიაზე არის ღია აუზი, მარანი ღვინის დეგუსტაციისთვის, სადაც ასევე იმართება მასტერკლასები, რთველი. ასვე არის საბანკეტო დარბაზი, სადაც 200-მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი“, - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.
ივნისში სასტუმროში განთავსების საფასური 180 ლარია. ეს ფასი ვრცელდება ეკონომ და ორკაციან ოთახებზე და საფასურში დილის საუზმეც შედის.
რაც შეეხება „ინ გრემის“ კომპლექსის კონკურენტულ უპირატესობას, როგორც სასტუმროს დირექტორი ამბობს აქ არის მშვიდი, მყუდრო და ოჯახური გარემო და აქვთ უგემრიელესი კერძები.
„ინ გრემი“ უქმეებზე თითქმის სრულად არის დატვირთული. როგორც სასტუმროში აცხადებენ, ძირითადად სტუმრობენ უცხოელები ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიასა და იტალიიდან.
„ასევე წინასწარი ჯავშნები გვაქვს ძირითადად ევროპის ქვეყნიდან გვაქვს. პარასკევი-შაბათ-კვირა დატვირთულობა მაღალია. აუზის სეზონის გახსნის შემდეგ, გვაქვს მოლოდინი, რომ დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
„ინ გრემის“ ტურისტული კომპლექსი 2023 წლის აგვისტოში გახსნა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება