„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, რომელიც ბერლინში გამოფენა ITB Berlin-ს ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
„ეს არის საქართველოს ულამაზესი სტენდი ბერლინში. აქ ვართ ტურიზმის სექტორში მომუშავე უამრავი ქართული კომპანია; აქ დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი; აქ სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი აქაც კი რუსეთის ადგილი არ არის;
აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს ბიბისის ახალი ამბები დღეს დილით იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი "ქაოსის" კადრებით. თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება ბერლინში მასპინძლის ამპლუაში ყოფნა, გვეამაყება რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი "გიჟური" შრომის შედეგად მაინც ვახერხებთ და აქტიურად ვამკვიდრებთ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუქაზე. დიახ, ჩვენი ადგილი აქ არის, დიახ ჩვენი ადგილი ევროპაშია“, - წერს ალავერდაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი