ლუტეცია (შპს ივერია ფრანსი) ძირითად საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს კანის მოვლის საშუალებებით, კოსმეტიკური პროდუქტებით და პარფიუმერული ნაწარმით საცალო ვაჭრობა. 2022 წელის მდგომარეობით ლუტაციის 60% მფლობელი გახლდათ ლერი ფხაკაძე, 40% მფლობელი კი გოჩა ჯიხვაშვილი. აღნიშნული კომპანია 2022 წელს ასაქმებდა საშუალოდ 175 ადამიანს 2021 წელს კი თანამშრომლების საშუალო რაოდენობამ 166 ადამიანი შეადგინა. საშუალო ანაზღაურებამ გადასახადების ჩათვლით თითოეული თანამშრომლისათვის კი 2022 წელს 2 299 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 1983 ლარი. ლუტეცია 2022 წლის მდგომარეობით ფლობს 11 აქტიურ ფილიალს, თითოეული ფილიალის საშუალო შემოსავალმა, 2022 წელს 3.7 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 3.06 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის სრულმა შემოსავალმა (ამონაგებმა) კი 2022 წელს 40.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21% მეტია 2021 წლის 33.7 მილიონ ლარზე.
ძირითად შემოსავლის წყაროს პარფიუმერია წარმოადგენს, რომელიც 2022 წელს მთლიანი შემოსავლების 63.6% იკავებს, თავის მოვლის საშუალებებს მთლიან შემოსავლებში 16.7% უჭირავს, კოსმეტიკას კი 17.3% დანარჩენი 2.4% სხვა სახის პროდუქციაზე გადანაწილებული. მთლიანი პროდუქციის რეალიზების შედეგად ლუტეციის საერთო მოგებამ 2022 წელს 18 მილიონი ლარი შეადგინა რაც 39% ით მეტია 2021 წლის 13 მილიონიან საერთო მოგებასთან მიმართებაში. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ლუტეციას საერთო მოგებს მარჟამ 2022 წელს შეადგინა 44.47%, ხოლო 2021 წელს 38.57%, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ყველა პროდუქციაზე საშუალო ფასნამატმა 80.08% შეადგინა 2021 წელს კი ფასნამატი 62.78% შეადგენდა საშუალოდ ყველა პროდუქციაზე.
პროდუქტების მიხედვით ყველაზე მაღალი ფასნამატი 2022 წელს პარფიუმერიის კლასზე მოდის, კერძოდ 85.6%, კოსმეტიკის ფასნამატმა 2022 წელს 63.93% შეადგინა, თავის მოვლის საშუალებებში კი 56.33% ფასნამატი, აღსანიშნავია, რომ ყველა პროდუქციის ფასნამატი 2021 წელს შედარებით დაბალი იყო, კერძოდ 2021 წელს ფასნამატი 69.1% შეადგენდა პარფიუმერიაზე, თავის მოვლის საშუალებებზე 35.69%, კოსმეტიკაზე კი 61.45%.
აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით 2022 წელს ლუტეციამ მოახერხა 2022 წელს 6.2 მილიონი ლარი წმინდა მოგების დაგენერირება, რაც 2021 წლის 3.7 მილიონთან შედარებით გაზრდილია 66% ით. წმინდა მოგების მარჟა კი 2022 წელს 15.34% შეადგენდა 2021 წელს კი 11.9%.
ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება