USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
JUICY food მომსახურებას აფართოვებს

JUICY food მომსახურებას აფართოვებს

2023-06-27 13:44:53

კომპანია JUICY food-ში, რომელიც მომხმარებლებს ფურშეტისა და კორპორატიულ მომსახურებას სთავაზობს, განვითარების დიდ პერსპექტივებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემოდგომისთვის კომპანიას გაცილებით მეტი შეკვეთა ექნება. 

„ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ. რამდენიმე თვეა რაც ოპერირება დავიწყეთ. გარკვეული პერიოდი გაჩერებულებიც ვიყავით და ახლა განვაახლეთ სამუშაო პროცესი. ჯერჯერობით შეკვეთები გვაქვს ფურშეტებზე, თუმცა უკვე მომხმარებელს ვთავაზობთ რესტორანში მომსახურების სერვისსაც. ანუ პარტნიორ რესტორანთან თანამშრომლობით, მათ ვისაც სურთ ფურშეტის შეკვეთა უფასოდ შესაბამის ფართსაც ვთავაზობთ.

იმ შემთხვევაში თუ ხდება ქორწილის ფურშეტის შეკვეთა, მაშინ პარტნიორი სასტუმროს საგზურსაც ვჩუქნით  ახლად დაქორწინებულებს. 

ვცდილობთ, რომ ბიზნესი უფრო განვავითაროთ და წინ წავიდეთ. ოქტომბერ-ნოემბერში უკვე სხვა ეტაპზე ვიქნებით. სერიოზულად ვეკიდებით იმას, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ JUICY food-ის დამფუძნებელმა ლიკა შენგელიამ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები