USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
JP Morgan-ის პროგნოზით, წლის ბოლოს ოქროზე ფასი $2000 გადააჭაბებს

JP Morgan-ის პროგნოზით, წლის ბოლოს ოქროზე ფასი $2000 გადააჭაბებს

2023-08-22 12:00:06

2023 წლის ივლისში ოქროს ფასი თვიურად 2.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის ნედეულის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი. 

2023 წლის მეორე კვარტალში ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნის შენელების მიუხედავად, ოქროს ფასები კვლავ მაღალი იყო აშშ-ს მონეტარული გამკაცრების ციკლის დასასრულის მოახლოების ფონზე. ოქრო განიხილება როგორც ე.წ. safehaven აქტივი ეკონომიკური გაურკვევლობის დროს და ჰეჯირების ეფექტური საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ.

JP Morgan-ის პროგნოზით, ფასები წლის ბოლოს 2,000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2024 წელს, საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად, ახალ რეკორდულ დონეს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2023 წლის 6 თვეში $45 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი $44 მილიონს შეადგენდა. ზრდა წლიურ ჭრილში 3,9%-ია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები