USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

2024-03-24 16:57:00

დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ,  ჯორჯიან უოთერ  ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. 

ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს,  15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში:  სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარისდა თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების  მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები