ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 61.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა, ხოლო შემცირების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის, საგარეო ვალის მომსახურებამ და, ასევე, სახელმწიფო საწარმოების მიერ განხორციელებულმა შესყიდვებმა (ძირითადად, ბუნებრივი აირის შესყიდვა, რომლის მომსახურების საფასურიც რეზერვებიდან კონვერტირდება) იმოქმედა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება