USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელის მთავრობის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 600 ადამიანი დაიღუპა, 100 კი გატაცებულია

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 600 ადამიანი დაიღუპა, 100 კი გატაცებულია

2023-10-08 19:23:04

ისრაელში ტერორისტული ორგანიზაცია„ ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ინფორმაციას BBC ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულია 600 ადამიანი, 100 კი გატაცებულია. დაჭრილთა რაოდენობა 2 ათასს აღემატება. 
თავის მხრივ, პალესტინის მთავრობაში აცხადებენ რომ ღაზაში ისრაელის საპასუხო შეტევას სულ მცირე 370 ადამიანი ემსხვერპლა. 2 200-მდე ადამიანი დაჭრილია. 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები