USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად Georgian Airways-მა დამატებითი რეისი დანიშნა

ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად Georgian Airways-მა დამატებითი რეისი დანიშნა

2023-10-09 21:43:02

ისრაელდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად Georgian Airways-მა დამატებითი რეისი დანიშნა. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, ავიაკომპოანია დამატებით რეისს 11 ოქტომბერს შეასრულებს. 

„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 საათზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” (Georgian Airways) დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, წერს ჟვანია სოციალურ ქსელში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები