ისრაელიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველებისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პირდაპირ რეისებს საქართველოს მიმართულებით დღეის მდგომარეობით ახორციელებს „ელ ალის“ და „ისრეარის ავიახაზები“.
ავიაკომპანია ელ ალი ფრენებს ახორციელებს ყოველდღე პარასკევი-შაბათის გარდა (რიგ დღეებში არის დღეში ორი რეისი).
ისრეარის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს კვირაში ორჯერ თბილისის და ასევე, კვირაში ორჯერ ბათუმის მიმართულებით.
გარდა ამისა, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით გამგზავრება შესაძლებელია კვიპროსის გავლით. კერძოდ, თელ-ავივი - ლარნაკა - თბილისი.
თელ-ავივი ლარნაკას მიმართულებით დაფრინავს ელ ალი (www.elal.com), აირკია (www.arkia.co.il), ისრეარი (www.israir.co.il) და ტუს ეარი (www.tusairways.com),
ხოლო ლარნაკადან საქართველოს მიმართულებით არის ორი შესაძლებლობა - ლარნაკა - თბილისი საქართველოს ავიახაზებით (www.georgian-airways.com) ან ლარნაკა - ქუთაისი ვიზიარის ავიახაზებით (www.wizzair.com).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში