USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ის რაც ვიხილეთ ამაზრზენია“ - რესტორატორთა ასოციაცია „რეტროზე“

„ის რაც ვიხილეთ ამაზრზენია“ - რესტორატორთა ასოციაცია „რეტროზე“

2023-06-07 13:04:06

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობს, ემიჯნება და სპექციალურ განცხადებას ავრცელებს: 

„ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს!

ის, რაც სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!!!“- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 4 ივნისს, რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც რესტორნ „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად,  30 ათასი ლარით დააჯარიმა.

ძალადობის ბრალდებით დაკავებული „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე გუშინ, 6 ივნისს, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები