USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, იანვრიდან კი 1 500 ლარს მიაღწევს

ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, იანვრიდან კი 1 500 ლარს მიაღწევს

2023-12-18 21:13:00

2012  წელს  სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი, - - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობისმუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

პრემიერის თქმით, მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტიასაკის პენსიონერთათვის.

 

„საპენსიო ფონდის თაობაზე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ განახლებული, რომ 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია საპენსიო ფონდშიაკუმულირებულია 4.2 მლრდ ლარი. წელს გაიზარდა ასაკობრივი პენსიები; მოსარგებლეა830 ათასამდე პენსიონერი.

 

მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკისპენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიანდასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკისპენსიონერთათვის. 

70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი.

 

2012 წელს პენსია იყო  125  და 140 ლარი, შედარებისთვის, აქაც მინდა გაჩვენოთ ესკონტრასტი. 

 

2012  წელს  სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი", - განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები