მთლიანობაში დოლარის სწრაფ ზრდას, ან შემცირებას არავინ ელოდება, შესაბამისად თუ ასეთი სწრაფი მოძრაობები არ მოხდა, ეს იმდენად ნელა მოხდება, რომ რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, მოლოდინები, რა თქმა უნდა, შემცირებისკენ არის, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.
„დღეისთვის არის მოლოდინი, რომ შემდგომი 12 თვის განმავლობაში FED-ი განაკვეთებს დაახლოებით 1%-ით შეამცირებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უფრო იქნება, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ გაგრძელდება. ვინაიდან საქართველოში ინვესტიციების კუთხით ზრდა ვნახეთ და ეს თუ შენარჩუნდა, ეს იქნება მთავარი სტიმული ბაზარზე მეტი აქტიურობისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება