ჟურნალისტი ონისე ჯანაშია ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეების პროვოკაციის მცდელობას ამხელს და სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოკადრებს აქვეყნებს. კადრებზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობენ პროტესტის მონაწილეები ავარიის ინსცენირებას და როგორ ადანაშაულებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელს ადამიანისთვის ავტომობილის განზრახ დაჯახებაში მაშინ, როცა მანქანა „დაზარალებულს“ არც კი შეხებია.
„ინტრიგანობა ტეხავს!
მას შემდეგ, რაც ბალდის კანიონის პროექტის ირგვლივ კონკრეტულმა ჯგუფმა პროტესტი დაიწყო, მათ მიერ მოწყობილი უამრავი პროვოკაციის მომსწრე გავხდი.
ბევრი შემთხვევა დაგროვდა.
გადავწყვიტე, ყველა შემთხვევაზე ნელ-ნელა მოგიყვეთ - ახლა კი უკანასკნელ მათგანზე მინდა მოგიყვეთ და გაჩვენოთ კადრები, რომლებიც სინამდვილეს ასახავს.
5 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, გათევზიანების პროგრამის ფარგლებში, კანიონზე იმყოფებოდნენ, სადაც მდინარეში ნაკადულის კალმახის 50 ათასი ქვირითი გაუშვეს. გათევზიანების პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. იმ დღეს ბალდის შემდეგ, იმავე მიზნით, სალხინოშიც იმყოფებოდნენ. კანიონიდან უკან დაბრუნებისას მათ მანქანებს პროტესტის ჯგუფმა გზა გადაუკეტა და ავტომობილებს წინ დაუდგნენ.
თავდაპირველი გეგმით, მთელი ისტორია იმაზე უნდოდათ აეწყოთ, როგორ დააჯახა „მამის ტოლა კაცს“ სამინისტროს თანამშრომელმა ავტომობილი, როგორ ჩაგრავენ და ფიზიკურადაც კი უსწორდებიან ამ „გულწრფელი“ პროტესტის მონაწილეებს.
მათდა სამწუხაროდ, გვიან შეამჩნიეს, რომ ავტომობილი ვიდეოკამერით იყო აღჭურვილი და დადგმული სპექტაკლის საპირწონედ, რეალური კადრები იარსებებდა. როცა მიხვდნენ რომ პროვოკაცია ამ ფორმით ვერ შედგებოდა, ლანძღვა დაიწყეს, რაშიც ძალიან გაწაფულები არიან.
ამ კადრებზე ნათლად ჩანს, როგორ იქცევიან: კამერები სახესთან მიაქვთ, უყენებენ უაზრო ბრალდებებს და ცდილობენ, ადამიანები თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანონ.
სახესთან მიშვერილი ტელეფონებით დასდევენ ყველას, ვინც კი გაივლ-გამოივლის და წარმოუდგენელ ტყუილებს უგონებენ. ინტრიგანობა სირცხვილია!
ვიდეოს პირველი ნაწილი, რომელსაც ავტომობილის კამერა იღებს, სადაც მანქანის გადაადგილება და შემდეგ გაჩერება ჩანს, სააგენტოდან გამოვითხოვე. თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ არავითარი შეჯახება არ ყოფილა, თუმცა პროტესტის ჯგუფი ამის წარმოჩენას ცდილობდა. თუ როგორი მონდომებით ცდილობდნენ ავარიის ინსცენირებას, ამაში დამატებითი კადრებიც დაგარწმუნებთ,“ - წერს ონისე ჯანაშია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში