ჯანსაღი კვების მწარმოებელი „ინებეს“ მენეჯერი, ეთი შოშიაშვილი, Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კომპანია მზარდი მოთხოვნის ფონზე გაფართოებას გეგმავს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჯანსაღი კვების სერვისზე მოთხოვნა იზრდება გვემატება მომხმარებელი და ამ ფონზე გაზრდილია კონკურენციაც. ყოველთვიურად იცვლება ჩვენი მენიუ და კერძები. გვყავს დიდი რაოდენობით ერთგული მომხმარებლები, რის გამოც სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას“, - ამბობს „ინებეს“ მენეჯერი.
შესაძლოა, „ინებეს“ ახალი ფილიალი სამომავლოდ ბათუმში გაიხსნას. ჯანსაღი კვების კომპანია, ასევე გეგმავს „ბიზნეს-კლასის“ შეთავაზებების დამატებას.
„მიმდინარეობს დამკვეთ კომპანიებთან მოლაპარაკებები, რადგან გვსურს „ბიზნეს კლასის“ შეთავაზებების დამატება, რაც გულისხმობს იმას, რომ ოფისში მომუშავე ხალხს სულ მალე ჯანსაღ ლანჩს ადგილზე მიტანით შევთავაზებთ“, - ამბობს ეთი შოშიაშვილი.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს წონაში მომატების, წონაში დაკლების, შენარჩუნებისა და ჯანსაღი კვების ერთკვირიან რაციონებს, რომლის შედგენაც, თითოეულ მომხმარებელთან გასაუბრების შემდეგ, ნუტრიციოლოგისა და შეფმზარეულის ერთობლივი გადაწყვეტილებით ხდება.
კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, შექმნილი ვითარების გამო, „ინებემ“ მუშაობა ცოტახნით შეაჩერა, მაგრამ მიუხედავად ამისა შემდგომი პერიოდი კომპანიისთვის ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.
კომპანია მერვე წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და ეთი შოშიაშვილის თქმით „ინებე ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში ჯანსაღი კვება დანერგა და მათი ნიშა პროდუქტის მაღალი ხარისხი და მომსახურებაა.
კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებულია 10 ადამიანი და ერთი დღის სერვისის ფასი საშუალოდ 46 ლარია.
„ინებეს“ აქვს პერსონალური აქციები. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა გვყავს უცხოელი დამკვეთებიც“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში