USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში, ყველაზე იაფი კი ბათუმშია -  ISET

იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში, ყველაზე იაფი კი ბათუმშია -  ISET

2023-11-29 13:06:31

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. როგორც ISET-ის მიერ მომზადებული მასალიდან ირკვევა, თვიურ ჭრილში (2023 წლის ოქტომბერთან შედარებით) ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურად (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.

წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%), რომელსაც მოყვება შემდეგი ინგრედიენტები: საფუარი (+5.9%), კარაქი (+3.5%), რძე (+2.6%), ფქვილი (+0.4%) და კვერცხი (+0.3%).

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. მეტიც, ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება. 

„სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო, რასაც ემატება ზამთრის სეზონური დეფიციტი მიწოდების მხარეს“, - აღნიშნავენ ISET-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები