USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით განხორციელდა

III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით განხორციელდა

2023-11-24 12:05:28

2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ივლის-სექტემბერში საქართველოს რეზიდენტების 33.4 პროცენტი საზღვარგარეთ შოპინგისთვის გავიდა.  3 თვეში შოპინგის მიზნით ქვეყნიდან 216.1 ათასი ვიზიტი განხორციელდა.

მეორე ადგილზეა მეგობრების მონახულება, ამ მიზნით ქვეყნიდან გასვლების 31.7%-ი სწორედ მეგობრების/ნათესავების მონახულებაზე მოდის. მესამე ადგილზე დასვენება, გართობა, რეკრეაციააამ რომელზეც ქვეყნის ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გასვლების 16.4%-ი მოდის.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით:

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 11,7%-ი,

მკურნალობა, გაჯანსაღება - 2.9%-ი.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები